მზის ხორციდან გამომცხვარი
პურის სურნელით პომპეზურია — მზე — ღვთაებრივად დღეებს მშრალად კრავს, და სიყვარული ცხელი პურია — ძველ თონეში, რომ კაცმა ჩააკრა. მე ჩემი წლებით თითქოს გავნულდი, დროის წინაშე — მომიწევს დახრა. თონედან სიტყვას — ორთქლი აუდის, რომელსაც პირი ვერ ამბობს ახლა. პური იწვება — მაგრამ არ კვდება, გარეგნობას ცვლის მხოლოდ ცეცხლი და პური გამოდის ამ მზის ხორციდან — ტეხენ კბილები მერე მხეცივით. სიცოცხლეს ზელს და ხელი ცომშია, ერთი ხორცის მზე — გამოდის სადაც. სისხლი — მწყურია, ხორცი — ომშია, სულმა ცეცხლიდან გამოსვლა სცადა. ეს პური — ღვინომ მართლა იშვილა, სცნეს; სუფრის ღმერთად — ყველის ვაჭრებმა. სადაც პურს ტეხენ, იქ ღმერთსაც ხშირად; ტეხენ, რომ შეხვდეს ყველას ნაჭრებად. პურის სუნთქვით და სულის დაგესვლით — ტკივილსაც მოაქვს — თითქოს ღონე თან. თუ სიყვარულის გემო არ გესმის — მიდი, ძვირფასო, იმ ძველ თონესთან. ჩაწებებული ცხელი პურია... თონეში; მზეა ჩრდილით ჩენილი. იქ, სადაც ღმერთის ხელისგულია — ზედ დარჩენილი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი