ღმერთი ტრაფარეტივით


უყურებს სული საზღვრად — გზატკეცილს,
და მზის მიმოსვლით ჩრდილებს ტრავმიანს.
სადაც რელსები არის — ნაკეცი
და სიკვდილია სადაც — ტრამვაი.

უწერტილობას დრო არ დაგაცლის,
დრომ უნდა დასვას სწრაფად წერტილი —
და ამ დროს, სხვაგან, მაღლა, სადღაც იქ,
ღმერთი ჰკიდია ტრაფარეტივით.

და სადღაც ქვემოთ ქრისტე გაყივის,
ბაზართან იქვე, კაცი ლიმონს კრავს.
მზერით მზეს დასდევს ბავშვი ნაყინით
და ტუჩს ილოკავს.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი