გრეის ელფერი


მიეც კატა ლოგინს,
შენა ხარ სიბილი.
სულის კატალოგის
ჩრდილებზე სირბილი.

მოვდივარ ყორეთი,
სიკვდილის ანბანით,
არ გვწვდება ყოველთვის
ფეხებზე საბანი...

ჰო, როგორც სიმართლე —
მომენტი, სხვა კადრი;
მე ტკივილს მივათრევ
პოეტის საკადრისს.

ფიზიკურ სურათში
იძინებს ნაზი ზღვა,
ზიზღის ზიკურათში
მიმზირე საზიზღრად,

რომ გრეის ელფერი
არაფრით გამაზო.
მკოცნე და მეფერე,
სურათზე ლამაზო!

დროა უკეთური,
ვერ ვიგებთ სიკეთეს...
ჩვენ მას ვუკეთებთ, თუ
თვითონვე გვიკეთებს.

ცა ჩვენთვის იმეტებს
ცოდვების ბუკეტებს
და წყეულ მინეტებს
ერთმანეთს ვუკეთებთ.

და გრეის ელფერი
არაფრით გამაზო.
მკოცნე და მეფერე,
სურათზე ლამაზო!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი