სულის მოძრაობა


მიწა, ცა, ჩრდილი, სარკე, წყალი და ხე,
სული არ დადის ფეხებით —
ქარია სულ.
ჩემში კი
რაღაც მიდის.
ჩუმია დღე.
სული მოძრაობს,
რა უნდა ნეტავ სულს?!

ამბობთ, რომ დუმილს მე დავაკელი ხმა,
სადაც გლოვაა — სული მოძრაობს მეტს.
მე ამას ვგრძნობ;
არა გუშინ,
არა ხვალ,
არ მოძრაობდი.
შენს სულს მოჰყავდი შენ.

გადადის ჩემში ეს —
გუშინდელი „მე“,
თქვენ წერას ასწრებთ,
დროს საათიდან ვსვამ.
არც „მე“ და არც „შენ“ — ამათმა ჭამეს „ჩვენ“.
მერე იპოვნეს სადღაც — რაღაცა სხვა.

სული არ მიდის
სწორი ხაზივით დღეს.
ის ბრუნდება.
ეცემა.
და ქრება კვლავ.
რაღაც უხილავს
ეჭიდება ღმერთს,
როგორც მდინარე ედინება და კლავს!

თქვენ მე მაფასებთ, მე მინდა თქვენი დრო.
მე გავუფუჭებ საათს — სიღრმეს და ჭას,
და დროს, ყველაზე უხეშ რედაქტორს —
უძრავი — მის კალენდარს მთლიანად ვჭამ.

ვწერ და საათს ეჭვი შეაქვს ასაკში,
ხვალ, ალბათ, მიპოვნიან სხეულში მწერს.
ჩემი გონებიდან ათას ნაგავს ვშლი,
ვშლი და ტკივილით ისევ ტკივილებს ვწერ.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი