მოხეტიალე სიურეალიზმი
ქუჩა მესიზმრება ახლა, მთვარეზე სისხლი მღერის, ვკერავ ჩრდილს ცრემლით ახლა — სიზმრისფერით. ქუჩა ფეხქვეშ ჩქარა ტირის, ლექსი არის კბილის ფესვი, ცრემლს ატარებს ნარატივი — ღრძილებს ესმით! მე ვმოძრაობ ჩემს ბნელ ჩრდილში, ღრძილებს ესმით ჩემი ხმა აქ. ქარი სახელს მე ვერ მიშლის, პოეზია — რამის თქმაა. სინათლეზე ტირის ჩრჩილი, აღარ ვჩანვარ, სარკე თავს ჭამს. არაფერზე აღარ ვჩივი, ამოიღო წყენა ჩამჩამ. ღმერთი არის — ვაშლის ჩირი, და სიკვდილი — თესლი ყავის. დუმილი არაფერს ჩივის! დუმილი კედლებზე ყვავის! ცა შიგნიდან მიტირის აქ, და თეთრ ხმაურს კედლებს ვაჭმევ. მზე თვალებში ისე მაჭერს — შენი დედაც! სიკვდილისაც! ამ ქაოსში უნდა მივყვე ყველა შიშის მატარებელს, მე აღარ ვატარებ სიტყვებს, სიტყვები მატარებენ მე. ღამეებმა კვერცხი დადეს, ცა მიწასთან მაინც მიძვრა. ჩემმა ჩრდილმა ჩემზე ადრე ჩემს საფლავში გაიღვიძა. სინათლეზე ტირის ჩრჩილი და სიბნელე იცავს თორას. ამ ჩაკბეჩილ პოეზიას ღმერთმა კბილი დაუტოვა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი