მე 13 ვარ!
13 მქვია, შენთვის თარსი ვარ კვადრატულ ფესვში ნუკი მიწამებ. მე არ ვარსებობ, ტკივილს არ სცივა, არ სცივა თარსი რიცხვის სიმწარეს. სასტიკად მხუთავს შენი ოზონი, ძნელია იდგე რიცხვის დონეზე. მე ვეძებ სივრცეს არამოზომილს და ტკბილ მომენტებს. ჩემი სახელი ცამ ვერ გახედნა და მიწა გულზე რაღას დამაყრის. ჩემს თავზე 13 - ს როცა გახედავ მე ავივსები კვლავ სიამაყით. ტყუის სიმართლის ყველა ხერხები შავი სისხლი სდის ძვლების ნაპირებს. მე ყოველ ღამით ეშმაკს ვეხები და ძილს ვაპირებ. " ლამის ნისლებში ვკრიფე იფნები, ღამის პაუზა ცეკვავს სიტყვასთან. " ამაღამ მკვდრების გვერდში ვიქნები მიყვარხარ! მე შექმნილი ვარ იდეალურად უჰარმონიო მე ვარ ფსიხი და დღე - ჩაგეკრობი როგორც ღამურა ბნელი თიხიდან. ყველა ტკივილი წვიმად წამოვა სისხლად იქცევა ნისლის ბილიკი. მერე იქიდან ღმერთი გამოვალ ანდა პირიქით. " შავ მასწავლებელს" მეძახის ყველა, არსებულ წესრიგს ვაძლევ დისონანს. ვისი ბრალია, რომ ასე მწყევლის მარადისობა. მე მეძახიან თარსსა და შეშლილს, მე 13 ვარ! კაი, კეთილი. მე არ ვარსებობ და მაინც შენში ვარ ჩაკეტილი. შენ შერცხვენა ხარ, მე ვარ სირცხვილი, ხორციდან ვიცლი წითელ გრანულებს. რადგან 0 - ს გავხარ; ყველა რიცხვივით... მეც გამანულე! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი