რა პატარაა ადამიანი
ერთ დღეს სიყვარულს ღმერთივით ირქმევს, და მეორე დღეს მასვე ემდურის, ღმერთიც მასავით ყოფილა იქნებ — ხან ბედნიერი, ხან უბედური. სიზმრებს იკერავს დაღლილ თვალებზე, რომ დილამ უფრო დიდხანს იცადოს, ერთი პატარა გულისცემაა უსასრულობა, რომ განიცადოს. და ზეცა მიწას ანამიანებს და მიწა ზეცას ისევ ემდურის. რა პატარაა ადამიანი, რა ბედნიერი და უბედური. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი