და სიჩუმეში ვარ დაყვანილი


მოდის სიჩუმე ვით ექსკურსია,
ძაღლი შეწუხდა ჩრდილის ქავილით,
და ახლა ცისკენ ჩემს ლექსს კურსი აქვს,
და სადღაც ფუტკარს მიაქვს ყვავილი.

სხვის კანში ცხოვრობს ჩემი ვერსია,
სიკვდილშიც არის, თურმე, ხალისი.
დაბნეულობა სისხლის მწყემსია,
დღეს მე ვარ გიჟი და საკმარისი.

არაქაული ვიქნები ხვალე,
აღარ მიზიდავს ცები ვანილის.
წავედი კანის შორეულ მხარეს
და სიჩუმეში ვარ დაყვანილი.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი