ჭკნობის ყვავილობა


ჩემი პოეზია აგერ იდოს, 
წასვლას ხე დაარქვი — გაიარე. 
მინდა, ისე დავჭკნე, გაგერიდო, 
გავყვე ყვავილების ნაიარევს.

ისე არ იქნება, მე რომ მინდა — 
ქვებიც აყვავდნენ და გავივლებ შიშს; 
ჭკნობა ყვავილდება ბნელობიდან, 
ჭკნობა იფურჩქნება ყვავილებში.

სიჩუმეს ღამე ამოვთხრი და, 
მთვარე იბადება ობის ტანზე; 
ხორცი მზეს ამოსდის სამოთხიდან 
და ფრთები მიაქვს ორბიტაზე.

ნუ ენდობი ცას, ურჩო სულო, 
მე ვარ უსამოთხო მურა ყვავი. 
ყვავილი სიკვდილს ხსნის უჩვეულოდ — 
შენ რომ დაგმე და უარყავი.

ფუძემ მოიხარა წავით ოდა, 
ქარმა დაუმარხა ლანდად ფიქრს — ცა. 
პოეტი არსად არ წავიდოდა — 
უბრალოდ ყვავილად გადაიქცა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი