ჩრდილი ჩემზე წინ
ბრბოს რომ პოეზია ჩემი მოსწონს, არყევს ჩემს ყოველგვარ ამბიციას. უნდათ, მაჯისცემა შემიმოწმონ — პულსის გასინჯვა კი არ იციან. მხოლოდ ჩემი თავი გავიარე, საკუთარ თავს მზე ვერ დაიწვავს. ჯდომა ზურგშექცევით კაი არი — მისი ჩრდილი არი დედამიწა. ასე დიდხანს მე არ მიძინია, ჩუმად ჟღერადობდა მურაკამი. წერა — ეს ერთგვარი სიმძიმეა, მორჩენა — ხდება ურაგანი. თვალი უძილობას იმორჩილებს, ვზივარ მდუმარე და ნაღვლიანი. დრომ რაც დამიტოვა, იმ წლებს მოვრჩი — ბევრჯერ ვუღალატე, ვაღიარებ! როგორ დაბეჩავდი, ჩემო ხვედრო, შენ ჩრდილს — წინგასწრებულს — ნაღვლიანობ. საკმარისი არის, შემოგხედო და სხვა არაფერი ვაღიარო! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2021 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი