წერტილის ურჩი ლარვა


მზე დაყრის გზაზე სხივთა წიწილებს,
სისხლი იყივლებს სადღაც ლაკმუსით.
სული გრძნობს ახლა ჩვეულ სიმწირეს —
როგორც ჭიქა და როგორც კაქტუსი.
და პეპლის ეფექტს არ ეძებს ლარვა,
გავსებულია ღმერთი ჩრჩილებით.
მე გეუბნებით: პოეტი არ ვარ —
რადგან წერტილს არ ვემორჩილები.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი