სადაც სიკვდილი ყვაოდა


აქ ჭკნობამ იცის სიცოცხლის ხსოვნა, 
და მე მის ჩრდილში სიცოცხლეს ვტოვებ.
სადღაც სუნთქავდა ყვავილთა კონა, 
და დარჩა მხოლოდ იქ სიმარტოვე.

სიკვდილი ნექტარს ჰქონდა შემპალი, 
სიკვდილს ჯერ კიდევ სუნთქავდა ყუნწი. 
იქვე მალავდა ჭკნობას სეპალი — 
სადაც სიცოცხლე ყვაოდა უწინ!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი