ჟანგის ცაში გაშლილი ქრისტესისხლა


დასერილ მინდვრებს ნარინჯისფერს ვაფენ საღებავს,
არ დაგავიწყდეს, ფრთაო, ჟანგის ცაში წაღება!

მთლად უზრუნველი დავაბიჯებ გაფენილ გზებზე
და შესადარებს, შენს საკადრის ყვავილებს ვეძებ.

სადაც გაივლი, ქრისტესისხლად გადავიშლები,
შენს განვლილ გზაზე დარჩენილი ჩრდილი ვიქნები.

ცას რომ მისწვდება შენი კაბის ჩუმი შრიალი,
მე შენს ნაყოფთან გავჩერდები გულვაშლიანი.

ჟანგიან ცაში გავიშლები ვით ქრისტესისხლა,
შენ ჩემს დაღუპულ გაზაფხულში ყოველთვის ის ხარ!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2004 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი