ფრთები ეტკინათ


ცივად ცრის ახლა და ნერვებში შეიჭრა ყინვა,
სხვისი სარკიდან ვაკვირდები სხეულის ფანტომს.
ასე მგონია, სიკვდილისგან ლანგარში ვგმინავ
და პოეზიის სიყვარული მამხნევებს მარტო.

ჯარისკაცი ვარ, გული მიწას სისხლით ავსია
და ჩემი ჩრდილიც ომში დარჩა, ობლად, ვნებული.
ცურავს კარაპი, რადგან შავი კუბოს მსგავსია,
და ლპება მიწა ამ კვერცხივით აშმორებული —

შუა ომში, რომ გავიყავით მშიერმა ძმებმა,
ცივად ცრის ახლა და ომია ისევ ზოგადი.
წვიმს ვენებიდან და მე გული „წამებზე“ მწყდება
და ამ წამების ძიებაში ბევრი დრო გადის.

სხვის ნანგრევებში საკუთარ თავს უნდა უყურო,
სადაც ტკივილი გამოგიწრთობს გულში მეტ რკინას.
სისხლის ჩუმი ხმა მიადგება, სადაც ფუღუროს —
დაღუპულ ჩიტებს, იქ, სადაც დღეს ფრთები ეტკინათ!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2013 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი