ჯოჯოხეთის ქუსლები


ჯოჯოხეთს ქუსლებზე ცა აცვია—
დადიხარ შენ.

სიკვდილიც კი ხდება გრადაცია
შენს წინაშე.

ქარი შენს ჩრდილს იკერებს
და ასდის ცას.

ღამე ჭრილობაა ცივი ნიკელის—
იქ, სადაც ელოდები ცვლილებას.

ხოლო მთვარე, დამნაშავე მოწმე,
იმალება ღრუბლით.

შენს არყოფნას ბოლომდე მოვწევ.
ცას მიადე შუბლი!

შენ მიდიხარ.
და ყოველ ნაბიჯზე
ჩამოდის ცა.

სიჩუმე აჩენს ახალ ნაბიჭვრებს—
ყველა წყლული მოგირჩა!

მე კი ვდგავარ იქ,
სადაც შენი კვალი
ჯერ არის თბილი.

ამ ცას ჩემი ყბა ვეღარ იკავებს—
ბოლო ცის კბილი—

ვუსმენ სიჩუმეს—
კბილებში კიდევ აქვს შენი ხმა

და სიჩუმემაც
შენი მხარე აირჩია.

რაღაც შეირხა!

და შენი ჩრდილიც
ღამემ წაიღო.

მე ღმერთს შევხედე—
ჩემში არ იყო!

და ცა, რომელიც შენს ქუსლებს
ჰყვება,

გულში ჩავტეხე!
სამოთხეს ვნასკვავ.

ჩემს სიცარიელეს ვაბარებ ქუჩას, ტყეს, ხეს—
ჩემს ცას ვკლავ!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი