ცის კანი
ცას მაკრატელი გამოაცალა და თმები შეჭრა. ვარსკვლავები მის ფეხებთან დაიფანტა. ჯოჯოხეთი თეძოებზე ბუდობს და — ღმერთს ჭამს. საკუთარი ჩრდილი გაიმყარა. ცა ფეხქვეშ ჩაიმუხლა. დრომ ჩრდილი ჩაიკვანძა. სიჩუმემ გულში ჩაიმარხა — ჩაიღრიალა ჩქამის მწუხრმა. ღამემ საკუთარ სხეულს ხელი გადაუსვა — და კანი ამძვრა! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი