ცას არ უყვარს ფრთები


ცას არ უყვარს ფრთები და სიო უშველებელი,
მაინც არ აქვს ცას ძალა — ფრთაზე არითმეტიკა...
ღმერთი არის პალატა, სადაც უშვებს ბებერი
ვერტიკალურ ხაზებს და უერთდება ვერტიკალს.

ეს დაღლილი ცეცხლი მე ჩამოვკიდე მზის უკან,
ჯოჯოხეთის ფრჩხილები ცას შიგნიდან კორტნიან.
ოცნებებს და ჟანგიან ფრთებს, უფალო, ვის უკლავ?
ღმერთი ხუმრობაა და მოკლე ანეგდოტია!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი