არ გეპატიება!
" ღმერთო, შენი სიმაღლე - შენც არ გეპატიება! " იქ, სადაც ცა იწყება, ჩრდილი ხვნეშის პოეტი, შენზე ფიქრს კი უთუოდ ტკივილები მოერთვის, სინანული რომელსაც საზღაური მიერთვა! აქ პირველი შენა ხარ, ვინც მიწაზე დამტოვებს — ბრმებით ქუჩა აივსო, მეფობენ გამცემლები; და დამარხულ თვალებში დაუღვრელი ცრემლები - უჭირთ იმპერატორებს... უჭირთ იმპერატორებს! ახლა სადღაც ხმა ისმის - რომ ტიტანი დაისვი მუხლზე, რადგან ცაში მას ფრთა არ ითვალისწინებს; ღმერთო, პეპლის გულით მე ავაფეთქე დაისი - ხიდან ხეზე აისის გადაფრინდა სიმძიმე. გადმოხედე სამყაროს, ღმერთო, ისე უბრალოდ — ახლა თეთრი ყვავები პირამიდებს ებრძვიან; ერთხელ მაინც მიწაზე გადმომხედე, უფალო - ჩემი წმინდა სულიდან დემონები გეწვია! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი