ჩრდილის სარკიდან
არ შემეშინდა მაინც მწახე დღის, ბოლო დღეები გულზე დავისვი. ლურჯა ცხენებო... საით წახვედით! აქ პიკანუტური ქარის ხმა ისმის. გზა პეკანებმა გააუთავეს... და ვეღარ ვუსმენ ცის სიმთა ჟღერას, მე მიქაელი — სულთამხუთავი, უფალთან მივალ... მის დასასჯელად! ჯერაც შევნატრი ქარებს შორებელს — რომელიც ღმერთმა თოკზე გაკიდა. ვიცი, ვიცხოვრებ მრავალ ცხოვრებას ჩრდილის სარკიდან! თეთრი ყვავები ნისლებს რეკავენ, და მხოლოდ ჩემი მესმის ამონა. მე სამუდამოდ სიკვდილს ვეკავე — მესიამოვნა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი