ნამდვილი პოეზია


შევკრიბავ ტვინის ნეირონებს,
ელექტრონებად გადავშლი,
გონებას ვიწვევ — ღადავში,
დიდი სარკაზმის მეირონე!

კანი გავიძრე პითონივით,
წიგნის ყდასავით სხვა კანს ვიკრავ.
უნდა გტკიოდეს მითოვლილი —
შიშველი აზრის სარკასტიკა!

დრო შეკრა ჩრდილმა უხერხულად,
ღმერთის შეცდომაში ხარობს ვნება.
დრო — თოვლნარევი ხევხუვია,
ხან მრავალსამყაროვნება.

ქარმა ააძრო დაისს კიჩო,
სიღრმეში გაყვა პონებს მზიანს —
„უნდა დაიწვა, გაიხლიჩო!“
აი, ეს არის პოეზია!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი