უძილო ჩრდილის ლოცვა
გაფრენისათვის სული მზად არი, ყელში სიტყვები დარჩნენ მძივებად. და ცას შიგნიდან მე ისე ავრევ — საკუთარ თავში ჩაიძირება. ღამეს სიზმრების ცვარი ერია — სულს ჩემი ლოცვის ცვარი დაეცა, და ღმერთის ჩრდილი ცარიელია — მიტოვებული საყდარის მსგავსად. მზეს ვთხოვ: დამწვარი იყოს ივლისი, დღემ ჩემი მხრები მზეს დაუმძიმოს, მე ჩემს ჩრდილს ვტოვებ კართან ძილის წინ — მარტო — უძილოდ. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი