ნამდვილი კაცი
მუცელში ეძებს სინათლეს ბავშვი, და სული სხეულს ფარულად უქრის. ჭეშმარიტებას პოულობს ქარში — სიჩუმის შიგნით ჩამქრალი შუქი. ქარებმა სიოს სიმშვიდე ფურცლეს, და აქსიომა ივსებდა ქისებს. ვიღაცა იბრძვის, მიდის ან უძლებს — ან იღუპება... ასე თუ ისე. მდგომარეობა კარგავდა პოეტს, კარგავდა ფუძეს, კარგავდა სინდისს. ბავშვს სული ჰქონდა სამოთხის ტოლი, და სულში მთელი ცა იყო დიდი. ცა შეეპარა ჟანგივით ფრთაში — ქარს, და სიჩუმე შიგნიდან ბრწყინავს. და იქნებ ქარში გასული ბავშვი სამშობლო იყო დიდი ხნის წინათ. იქ, მტრის ჩრდილში რომ შეიჭრა ლამის, სულმა იპოვნა ქვის ძველი კვარცი. სულმა იპოვნა დიდი ხნის შლამი — შლამმა დამალა ნამდვილი კაცი! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი