Sapere aude!


სიჩუმეს უთხარი: მე მაინც გისმენ და,
მე მაინც გონებას მიწაში დავთესავ.
თავს ნუ დამიმალავ, სამყაროვ — ისეთად...
შენს უკან სიცოცხლე იკითხავს სახელსაც.

გახსოვდეს, პოეტო — სიცოცხლე რა არის:
სიკვდილი, რაზეც დგას — საფუძვლად რა უდევს.
და ხელი დაადე სარკეთა სამარეს,
სიკვდილსაც შესძახე: Sapere aude!

რაც კვდება, სიცოცხლეს კვლავ ახალ კარს უხსნის —
სიჩუმე დადგება მის მიღმა ღმერთივით.
არ არის კითხვებზე არც ერთი პასუხი —
არცერთ დასასრულში არ არის წერტილი

სიცოცხლე — რკალია, სიკვდილიც — რკალია,
და ჭიანჭველების ტრიალი — წრიული.
რაც რჩება სამყაროს ფარული კვალია —
რაც რჩება, ისაა სულ მარადიული!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი