ციფრული ხმაური


ძალიან, ძალიან შეშლილი კაცი ვარ,
ჩემსავით სიბნელეს ნეტავი ვინ უსმენს.
ქუჩაში ყინვაა, ვდგავარ და არ მცივა,
თოვაში ჩექმები ხატავენ სინუსებს.

წვიმები მრეცხავენ, დროდადრო ვერ მცნობენ,
თოვლი ვარ მოსული — შიმშილით, ტრაურით.
ჩემს ცრემლებს შიგნიდან ყოველდღე ესობა —
ეს იმიტაცია ციფრული ხმაურის!

გეტყვი, რომ დამადნობს მალე მზე კრიალა,
შენ ზიხარ ოთახში და ტკივილს იზომავ.
გიცქერი, ვდარდობ და შენ მე კი არა,
ისევ დაგაძინა ცრუ ტელევიზორმა.

რას აღარ განახებს ცხოვრების ეკრანი.
ზამთარი მარხილით ხელახლა მოგორავს.
შენ გახვალ კარიდან სიგიჟის ნექტარით,
როკით და მეტალით, დამწვარო გოგონავ!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

4 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ძალიან, ძალიან შეშლილი კაცი ვარ,
ჩემსავით სიბნელეს ნეტავი ვინ უსმენს.
ქუჩაში ყინვაა, ვდგავარ და არ მცივა,
თოვაში ჩექმები ხატავენ სინუსებს. ხომ არ აჯობებდა-ვდგავარ.არ მაცვია?"და"ჩაკვეხებულს ჰგავს

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

შენ ზიხარ ოთახში და ტკივილს იზომავ.------კარგია

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

გიცქერი, ვდარდობ და შენ მე კი არა,-----მგონი აქ და-ს სჯობდა "რომ"

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

შენ გახვალ კარიდან სიგიჟის ნექტარით,
როკით და მეტალით, დამწვარო გოგონავ!----კარგია

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი