მზის უკანასკნელი დაბადება
ქარმა მასშივე დამარხა გუგა, არყოფნის ჩრდილებს შიგნიდან გლოვობს, შეეწება ნაპრალი ნუგეშს — სინათლის ნაშთი რომ შეაგროვოს. მზეს ნამი უკან წყალსავით მოსდის, ცამ უნდა კვეცოს მზის ჟონვა ფართე. მზე სისხლით ისე გაავგაროზდა — კოსმოგონიურს აფრქვევდა ნათელს. სივრცის გულიდან, ვით ნაპერწკალი, პირველქმნილი ხმა გაცდა გალიას. ლაჟვარდისფერი დაიფრთხო კანი — მზემ საკუთარი ჩრდილი დალია. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი