ვატიკანის ქვეშ დაბმული ეშმაკი
ვატიკანს სძინავს - ჯვრები დგანან, ქვემოთ კი კედლები კვნესიან; სამოთხეს ზემოდან ლოცვები სწყურია, ჯოჯოხეთს - ბორკილები ებრძვიან. ქვის ქვეშ, სადაც სანთელი ვერ აღწევს, ეშმაკი ძველ ჯაჭვებს ღრღნის; ის ღმერთს არ ევედრება - ღმერთის სახელით მოსულ სიჩუმეს გმობს. - გამიშვი... და მიწა იძვრის. კარდინალებს ხელები უკანკალებთ, ზარები თვითონ იწყებენ რეკვას; რადგან ზოგჯერ ჯვარი არაა ხსნა - ზოგჯერ ის კარია, რომელსაც შიგნიდან ეშმაკი კეტავს. ვატიკანს სძინავს. ქვემოთ კი - ვიღაც ღმერთს ელოდება. და ჯაჭვების ჟღარუნში პირველად ისმის კითხვა: თუ ეშმაკი დაბმულია - ვინ დგას მის მცველად? ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2023 წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი