ღაზას სექტორი
ღაზაში ღამეა - მაგრამ ბავშვებს ძილის უფლება აღარ აქვთ. ტყვია მოდის ციდან, და შუბლზე ჩერდება - იქ, სადაც ჯერ კიდევ სიზმარი უნდა ეწეროს. დედის ხელებში პატარა გული ჩუმდება. და მე ვკითხულობ ცას: ღმერთო, რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ კაცობრიობამ საკუთარი სიჩუმის სირცხვილი გაიგოს? ღაზა სისხლს კი არ ყვირის - ღაზა მუსიკას აღარ უკრავს. რადგან ყოველი ბავშვი, რომელსაც ტყვიამ სიცოცხლე წაართვა, იყო სიმღერა - ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, მაგრამ სამუდამოდ ჩუმად ქცეული. და ეს სიმღერა დღესაც ისმის - ჩვენს სინდისში. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი