იქ, სადაც სიტყვა სისხლდება


შენ გონებით საუბრობ.
მე ვსაუბრობ სიცოცხლით.
გონება სიტყვებს არჩევს.
სიცოცხლე - მათ სისხლს აძლევს.

შენ აზრს ამბობ -
მე ჭრილობიდან ამომაქვს.

შენ სიტყვას წონი -
მე მის სიმძიმეს ვატარებ.

შენ სიმართლეს ეძებ.
მე - ვიწვი მის შიგნით.

და თუ ოდესმე
ჩემი დუმილი გაიგე,
იცოდე:

იქ სიტყვა აღარ არის -
იქ მე ვცოცხლობ.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი