სახეშესვრილი პოეზია!


პოეზია დღეს — ყოფილა მოდა,
თავშესაფარი — ყველა უძლურის.
მოტყუების ზღვას ამოჰყავს ბრბოდან,
და ჩრდილი მისდევს, როგორც კუნძული.

დღეს პოეზია აქ თვითმკვლელია,
გახეხილ თოკზე თავი დაკიდა —
მას მოუშალა დრომ საძირკველი
და დრო გამკვრივდა.

დღეს ბგერა სიკვდილს არ ერიდება,
ძარღვებში ეძებს სიტყვების სახრავს.
მე საკუთარ ჩრდილს ვერ ვერიდები,
სადაც სიჩუმე ღმერთებს ჭამს ახლა.

დრო მიდის ნელა და ჰგავს კუს ბრბოში,
პასუხს ნუ ელი, ქარო — მკითხავო.
დღეს პოეზია ჩადის კუბოში —
ლექსებმა თავი, რომ გაითხრონ!

თუ პოეზია დღეს მართლა კვდება,
ჩრდილმა ატკინა, სადაც მზეს ქუსლი.
მე მის ფერფლიდან ავიღებ სიტყვას —
და ამ სამყაროს სახეს შევუსვრი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი