წრებრუნვა
--- უწინ მხოლოდ და მხოლოდ, მხოლოდ და მხოლოდ — მიჭირავს სუნთქვა. და სუნთქვას, ხოლო, უჭირავს ბოლო, უჭირავს ყუნწი. და ღმერთმა უწყის, რა იყო უწინ. და ყოველ „უწინს“ — უჭირავს კვალი. ქარი და ქარი! ქარი და ქარი! სიცოცხლე — სულ წვიმს! სიკვდილი — სულ წვიმს! დაკეტეთ კარი! დაკეტეთ კარი! ჯერ პოეზია არ არის მკვდარი! --- მერე გადავწვავ ირისს! მზის გუგა ტირის! თოვლივით თეთრი, ბალახში ვივლი. ყოველი ღრძილი, ყოველი კბილი — ენაა ღმერთის, მაგარი, რბილი! სიცოცხლე — ანწლით, სიკვდილი — ანწლით. ჯოჯოხეთს მჯერა — ქუსლიდან ვარწყევ. სისხლი და ყანწი! სისხლი და ყანწი! მსურს, კუბოს მჭრელად — სიკვდილში ჩავწვე! გონება დაწვით! გონება დაწვით! ახალი ერა — იწყება აწი. --- წრებრუნვა უწინ — მერე! მერე — უწინ! ჭიანჭველებს ვერ შევეწყვე! მე წრე ვწერე — და წრემ ყუნწი. იყო — მერე! იყო — უწინ! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი