მზე ჩრდილს აჩენს


სხვები საზღვრებს
ხაზავენ,
მე სამყაროს ვხატავ.
პოეზია ზანზარებს —
ტა! ტა!
ტა! ტა!
ტა! ტა!

სული მინდა დაირწყოს,
სდის ოცნებას შმორი.
ყველაფერი დაიწყო —
„ჯერ არავის“ — შორის.

ბუმ! და ამ მზის ნახშირი
ისევ აცლის კანს შიშს —
მზეს ჩრდილთან აქვს კავშირი
პირველყოფილ ბავშვში!

მიმოქრიან რაშები!
დროშა! დროშა! დროშა!
მზეა — ცის გამომშვები,
რომ ბავშვობამ დრო შვას!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი