დამწვარი ინფანტა
დრო შეიძლება ირყეოდეს — როგორც ციკლონში თავთავი, ბგერიდან უნდა იყრებოდეს გაზაფხულიც და ზამთარიც. მიწას დაარტყამს ჩრდილი და ცას მერე გადაეფარვის. მე ავღორძინდი ჩირიდან ყველა ტკივილის შეფარვით. ნამწვავ ღამეში მივფანტავ — მზეს — სტადიონზე ხარიხას. მზეო, დამწვარო ინფანტავ — ვა, რა ლამაზი მკვდარი ხარ! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი