იეროფანია სიბნელეში
ღამემ ქალაქს შავი პალიმფსესტი გადააფარა, ნისლმა დაღლილი ქუჩები ცისფერ სიზმრებად დაჰყარა; ქვებში ჩაძირულ საუკუნეს კვლავ ეძინა უძილოდ, და ძველი ცოდვა ყვაოდა, როგორც ვარდი — უძირო. მზეს შევეხე — გაიღო, როგორც ძველი ჭრილობა, და იქ დამხვდა ჩემი სახე — ჩემი უკანასკნელი ჩრდილობა. და მაშინ ღამე ჩამოდის — მძიმე, თითქოს ძველი ვალია, სული საკუთარ წყვდიადში ეძებს, რაც ჯერ კიდევ ქალია. მაშინ მივხვდი: ღმერთი ზოგჯერ სინათლე კი არა — ჩრდილია, ზოგჯერ ლოცვა არაა სიტყვა, არამედ ტკივილია. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი