მიახლოებით ადამიანი


ლექსს მოვაშორებ ვალდებულებას,
მიზანს წავართმევ ყველა მიზნიანს.
უწერტილობის ვარ — დებულება,
და ვამბობ: ღმერთო — დადაიზმია!

ფეხი დავკარგე გუშინ — კვირიდან
და სხვის ჯიბეში ვნახე სამშაბათს —
არ დავაბრუნე, მას უკეთ ერგო.
კარს გავატანე ძაფი კბილიდან.

სიტყვა ვიპოვე გზაზე ამჯერად,
იქ, სადაც ფუტკარს ლექსის სკა მიაქვს.
ლექსი სკამზე ზის და სკამს არ ჯერა —
არ ჯერა ის, რომ თურმე სკამია.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი