სიკვდილის ორსულობა


ცა ოდნავ მარცხნივ გადაიხარა,
და არასწორად მიწა მრგვალია.
ღმერთი — ეს სისხლით გამძღარი ხარი —
საკუთარ რქებში არის გალია!

და მეც ვწანწალებ ციკლში სისხლივით,
ნუ გამირბიხარ, ჩრდილო, დაიცა!
ტორტზე სანთლები წვანან ნისიად,
მაგრამ სურვილი ფეხით გაიქცა.

მინდა სიცოცხლე გავაუბრალო,
ჩემი სიკვდილი არის ორსულად.
დღეს დაბადების დღე მაქვს, უფალო,
დაბადებული არვინ მოსულა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი