ხელოვნება


ნახატი დავხიე.
ნაგავი შევინახე.
ნაგავი გამოფენაზე წავიღე.
ხალხმა თქვა:

- გენიოსია!

გენიოსმა თქვა:

- ნაგავია!

ნაგავმა თქვა:

- პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი