დაკეცილი სამშობლო


ვიღაც ყოველთვის ანბანის შუაში კვდება,
და არაფერი ირითმება მის შიგნით უკვე.
ჰა — ჰა — სისხლია, სხეული არ მჭირდება,
და წვეთას ვუკლებ!

დილით გათენდა. ეს უხამსობა იყო.

ვიჯექი ქუჩის შუაში
და პურს ვუსმენდი.

შეჭამე შენი შიმშილი,
სანამ შიმშილი
შეგჭამს შენ.

ჰა!

რა ლამაზი სისულელეა —
სისულელე, რომელსაც
სიმართლე აცვია.

მე ჯიბიდან ამოვიღე
დაკეცილი სამშობლო,
გავხსენი,
მაგრამ შიგნით მხოლოდ
ერთი პატარა ჭრილობა დამხვდა.

და სწორედ იქ —
სადაც „მე“ მთავრდება
და „ჩვენ“ იწყება —
დაიბადა პოეზია.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი