T A X I


მე გზას გადავდივარ,
მაგრამ გზა ჩემზე ადრე გადადის
მეორე მხარეს.

ტაქსი!
ტაქსი!
ტაქსი!

სამი ყვითელი ძახილი
წვიმაში იშლება
და ასფალტი ყვითელ ჭრილობას იკრავს.

ფანჯრებიდან ქალაქი
თვალებს მიღებს და ხუჭავს,
ვიღაც სიცოცხლეს ყიდის,
ვიღაც სიცოცხლეს ყლუპავს.

შუქნიშანი მიცქერის —
წითელი, როგორც დანის პირი.
მწვანე ხდება —
და ისევ ვერ ვხვდები,
რომელი ფერი ვარ მე თვითონ,
რომელი — ჩემი პირი.

მეტრო მიწის ქვეშ
ჩემს ბავშვობას მიათრევს,
რკინის კბილებით დროს ღეჭავს,
გვირაბებში ღამეს ათევს.

დინ-დინ! — ლიფტი მიცინის,
ბამ! — რეკლამა ცას ხვრეტს,
ქალაქი საკუთარ ჩრდილს
ოცდამეათე სართულზე ჰყიდის.

მე კი მივდივარ —
წვიმა მხრებზე მაცვია,
ჯიბეში დამაქვს გუშინდელი დღე,
რომელიც დღესაც არ მაცვია.

კლაქსონი! კლაქსონი!

ღამე ირხევა ხმაზე,
მანქანები მდინარეს ჰგვანან —
რკინის მდინარეს გზაზე.

და მე ამ მდინარეში ვიხრჩობი ისე მშვიდად,
როგორც კაცი, რომელსაც ცურვა არასდროს უსწავლია.

ფეხქვეშ — ჭუჭყიანი წყალი,
ცაში — ნეონის მთვარე,
ჩემს გვერდით მიდის ქალი,
რომელიც საკუთარ თავს გაურბის მალე.

მერე საათი რეკავს —
თორმეტი, ერთი, ორი...

დრო თავის ძველ პალტოში
მიდის ქუჩაზე, ჩუმად, ნელი.

მე ვეწევი,
ის არ მიცდის,
ის ჩემზე სწრაფად კვდება,
და ყოველ ახალ წუთს
ძველი წუთი ებადება.

არ არის ტაქსი.
არ არის მეტრო.
არ არის რეკლამა.
არ არის ხმა.

მხოლოდ მე ვარ და ჩემი სუნთქვა —
როგორც უკანასკნელი მატარებელი,
რომელსაც სადგური აღარ აქვს.

ტაქსი!
ტაქსი!
ტაქსი!

სამი ყვითელი ძახილი
შორს ქრება ღამეში.

და მე ისევ მივდივარ —
რადგან ქალაქს არ აინტერესებს,
ვინ გადარჩა.

ქალაქს მხოლოდ ერთი რამ უნდა:

რომ ხვალ დილით კვლავ ადგე,
კვლავ ჩაიცვა წვიმა,
კვლავ გადახვიდე გზაზე —
და გზამ ისევ შენზე ადრე გადაიაროს
მეორე მხარეს.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი