უმზეო ჩრჩილის უკანასკნელი ფრენა
გარიყულებმა თუ თავი იშვეს — ქარმა სიჩუმე თუ გადალოცა — ჯოჯოხეთები შეჭამენ ქვიშებს შეჭამენ მერე მზის დამპალ ხორცსაც. დრო ჩამოიხრჩო საკუთარ ჩრდილზე, და გზა ჰგავს კვალში დარჩენილ ნარშავს. სინათლე — როგორც უმზეო ჩრჩილი — რა არის დღეს და რა იყო შარშან. მე სიჩუმეში ნელ-ნელა ვთვრები. ღმერთის საფლავი ჩრდილებმა თხარეს. შეისხა ჩემმა ჭრილობამ ფრთები და ცის კედლები სულ დაიხარეს და თუ ცა ისევ ჩამოიშლება, მე, ფრთებდაჭრილი, წავალ ტანტრებით — მერე კი მზეში ბნელ ქარიშხლებად გავიფანტები. სიკვდილი იწყებს კოსმოსის დაგვას — გადაიქცევა აბსურდი ჭავლად. მსურს საკუთარი თავის დაკარგვა — და ფეხშიშველი ნარშავზე გავლა. სინათლევ, მე შენ უმზეოდ გიშვებ. დღეს პოეზია დაბადებს ჩვილ მზეს. გიშვებ სიკვდილის წინაშე შიშველს, რომ ჩამოიხრჩო საკუთარ ჩრდილზე! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი