კოსმოსის პულსი ჩემს ვენებში
თიხა და კაცი, კაცი და დენთი — ცენტრია: მაკრო, მიკრო — ფონია. არ მინდა ღმერთი! არ მინდა ღმერთი! ცა უკვე ჩემი მიკროფონია! დავწვი წიგნი და მე დამწვა წიგნმა, ხორცი ხორცს გრძნობს და სული — სულობას. ჩემს ჩრდილს ვუგზავნი ბოლოჯერ სიგნალს, პასუხად მოდის — უსასრულობა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი