სიყვარული


დღეს სიტყვა - სიყვარული
გატეხილი ლიფტია.

შიგნით შევედი.

ღილაკებს დავაჭირე:

1 - ბავშვობა
2 - დაკარგვა
3 - დაბრუნება
4 - არ დაბრუნდე
5 - დედამიწა

ლიფტმა მითხრა:

- ზემოთ ადგილი აღარ არის.

და მე
ჩავედი ქვემოთ.

იქ არც სართული დამხვდა,
არც კარი.

მხოლოდ შენი ხმა -

როგორც ლიფტის ავარიული ზარი
ცარიელ კორპუსში.

მე ისევ დავაჭირე ღილაკს.

6 - სიყვარული.

ლიფტმა ჩაიცინა.

ღილაკი
არ არსებობდა.

ამიტომ ჩავედი კიდევ უფრო ქვემოთ.

იქ უკვე
მე აღარ ვიყავი.

იყო მხოლოდ ის,
ვისაც 2017 წელს
ჯერ კიდევ სჯეროდა,
რომ სიყვარულს
ზემოთ ჰქონდა ასასვლელი.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი