ბუზის მონოლოგი


სიცოცხლე მსურს! განა ვალზე?
არა, ღმერთო, უშენოდ,
და ცას, რძიან განავალზე,
გვერდი მინდა ვუმშვენო.

გთხოვ, გამხადე გმირი ბუზი,
ბუზსაკლავის მსურველად.
პოეზიის ტკბილი ბლუზით,
მუსიკალურ სულელად.

ღმერთო, რა ვქნა, ხვალინდელზე
ვერ ვიცხოვრებ შავ პურზე.
კვლავ დაჯდომას ვერიდები
საპონზე და შამპუნზე.

რა დრო დადგა საბურავზე?
ბუზი ბუზსაც აღარ ჰგავს.
ვზივარ დროის ტაბულაზე,
დავავიწყდი ფაღარათს.

სიცოცხლე მსურს! განა ვალზე?
არა, ღმერთო, უშენოდ,
და ცას, რძიან განავალზე,
გვერდი მინდა ვუმშვენო.


---

ჩვენ ორივეს ერთი გვქონდა —
სიცოცხლისთვის დიდი წყურვა,
შენ — სამყაროს უსასრულო,
მე — ფრთის ერთი მოკლე ბრუნვა.

რადგან სიბრძნე არის ესა —
დიდი სულიც კვდება ბოლოს,
სიცოცხლე კი მაინც რჩება,
თუნდაც ბუზის ფრთებში მხოლოდ.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ძაან რომანიკული ბუზი იყო

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი