დრო
გადაახვიე დრო, აჩვენე ღმერთი მხეცს. მიწას სჭირდება ცა, მიწას ვჭირდები მეც. გადაახვიე დრო, ცრემლი ანახე ვარდს. სითბო ანახე თოვლს, ღმერთო, აცადე დარდს. ჩემი ოცნების სახლს ერთი ფანჯარა აქვს, მე მას დავარქმევ ბავშვს. გადაახვიე დრო. დაარტყამს ჟამი დრამს, დრო იცვლის მრავალ ომს. დატოვე ერთი რამ — ის, რაც ვერ მოკლა დრომ! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი