ღმერთის მნიშვნელობის კონტროლი


ყველა სიწმინდე სტელირულია, 
ყველა გასხლტომა არის მუდმივი. 
ხორცს გაებუღა სული სრულიად, 
უახლოესი ნავსადგურივით.

ჰოდა, მეც ასე ქარს ვიხომალდებ,
ქარი არაფერს აღარ მიშავებს.
ფუძის ნიავით ახავდა ხომლი,
მედუზის ტანით ვლახავ ნიჟარებს.

და სულში დავრგავ iudico-საც; 
მე და „მე“-ს შორის არის ქიმია. 
მე მხოლოდ ერთი თხევადი კოცნა 
არ მიპოვნია!

ფრთაო, ტკივილი მსურს მოდევნილი,
ტანჯვა მადლია და ვერ მაოკებს.
ვუყურებ სულის ძველ ვოდევილებს
და მერე ისევ ვხდები ამოკი!

ყველა დასაწყისს თან მოსდევს ბოლო,
სხეულში ღმერთიც — თითქოს ბოლოა. 
ღმერთი კი არის  პროცესი მხოლოდ, 
რომელიც მუდამ უკონტროლოა.


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი