პოეზიის ბოლო მყიდველი


ჭრილობებს ისევ არ ვყიდი!
სადღაც ჯერ ადრეა, სადღაც გვიანია.
ქალაქში ყველაზე ძვირი
დაკარგული ნივთი —
ადამიანია!

არ შეწყდა რწმენა, არ შეწყდა ფიქრი,
კითხვებმა მყრალი ტვინები თვალეს,
ცებში პოეტი — ღმერთების იქით —
უმუშევარი ჰკიდია მთვარე!

ქალაქი ისევ ჭრილობებს ყიდის,
ბოლო მყიდველი ვიქნები აქ მე.
ურბანულობა ფარფლებით მიდის
და დადაიზმა მონახა საქმე.

თუ ყველა სიტყვას დაედო ფასი,
ყიდიან სტრიქონს ბრმები — ბრმა ფასად,
მე პოეზიას აღარ გავყიდი
და დავიტოვებ ბოლო ნაფაზად.

რადგან სიკვდილი მიახლოვდება
და პირველ რიგში დავეძებ დამტენს.
მე ცხრა წრის იქით დამელოდება...
მორიდებული, საბრალო დანტე!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი