შესასვლელი


და როგორც ღმერთის მიერ რჩეული,
ჩემს ფრთას ჟანგსა და ტკივილს შევურევ.
სევდას შევურევ — სიკვდილს ჩვეული —
ვატიკანის ქვეშ ვეძებ:

ELULE!

მე არ მოვედი ზეცის საძებრად,
ადამიანში დიდია ზეცა.
საფლავს ამოსდის ჯვრები ანძებად
და დედამიწას აზომებს მხეცი!

იქ, სადაც ქვებში სუნთქავს ლოცვები,
და ჯვარს ჩრდილები ღამეს აძლევენ,
ეშმაკს მე ფრთებით სამჯერ ვაკოცებ
და კარიბჭიდან გამოვაძევებ!

სადა ხარ, ძმაო!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი