ანდადასები
სულის კანკალით, მზის კაკალით და მხრით ნაკარით, უწერტილობით წერტილები ჩვენში ჩავკალით! თუნდაც წრიულად, თუნდაც სრულად, თუნდაც მდიდრულად, ყველანი წავალთ — წრებრუნვაში მარადიულად! იპოსტასებით, რომ ბგერებმა ხვრიპონ მასები, ანდა დასები, მეგობარო — ანდადასები! ჩვენი აქტები, ფაქტები და კატარაქტები, კატაპულტები, პელეები, ბატისტუტები, დროს აორთქლილი გაუძლებენ კანტიკუნტები. ურბანიზმები, გიზები და დადაიზმები, მერიმეები, ბოდლერები ანდა მიზნები! თუნდაც ზმნის ზმნები, მეგობარო, თუნდაც მზის ხორცით, ჩვენ დავიხოცეთ მერამდენედ — მყუდრო სიცოცხლით! ღმერთი ბონგია — გააბოლე და გარს მოგიარს გარდასულ დროში ჩაკვამლული კოსმოლოგია! ჰოდა, მკითხველო, არ შეწყვიტო თრთოლვა, ბოგინი; ფეხს რომ არ წვდება — წრებრუნვაა, ჰო, ის ლოგინი! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი