ფუძის პარადოქსი


ცა მიწას აცდენს, უფუძოდ, და დგას იეზიდი —
მიწა იფუძებს ცას და მოჰგავს გაქერცლილ ბათქაშს.
მიზეზი მიზეზს უნებურად კვლავ მიეზიდა,
შედეგმა ისევ აბსურდულად შედეგი შთანთქა.

იდენტობაში ყველა ლექსმა თავი მოიჭრა
და დარჩა ბოლო — მარტო მოკვდა კვლავ კვანტად:
სტროფი.
სცვივა ფარფლები წრებრუნვაში ისევ დროის ჭას —
მიზნობრიობით და კატასტროფით.

უკანასკნელ აზრს მე საერთოდ რატომ ვფენ ოდას?
აქ სიტყვის ფუძე, თავისთავად, ხრავს კუნძს ძვლიანად.
ფუძეს აცდენილ და ქაოსურ სტრატოსფეროდან —
მერევა ფუძე — უფუძოდ და საფუძვლიანად!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი