ყოფნა–არყოფნის კანალიზაცია


კანს ძალით აცვია — კანალიზაცია!
აქ, სულ რომ აციოს, ვარ მაინც ქაღალდის წინ,
და ცდომა კაცია — კანს ზარი აცვია,
და სული სულდება, ხმა ხორცში ხახად იწვის.

და კანი კანდება აქ, კანში კანივით,
მზე ქარობს ქარაფიდან, აქ, სულ რომ აციოს.
ვმკავ დუმილს, ვმკავ ფუძეს და ქარში ვმკავ ნიავს,
ყოფნა–არყოფნა არის აქ — ცის სუროგაცია!

ცა ნებით ცდება — ცდომილებას ცრემლად აცვია,
სიტყვა სიტყვას სჭამს, პირჯვარი კი ვერ იწერს სახელს.
ფუძე ფესვდება ფუძეში და ბროლი კვარცია,
წამი წამს არ ჰგავს და დრომ დროში დაკარგა სახე!

მე მე-ს ვეძახი — ჩემი ჩრდილი ჩემზე წავიდა,
კოსმოლოგიამ აბსურდისკენ გატყორცნა ბარდო.
სიმაღლე სიღრმეს ამოიყვანს ფუძის წავიდან
და იქნებ სწორედ მაშინ მოვკვდეთ, რომ დავიბადოთ!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი