ნარჩენებიდან მოსული მზე


ადამიანის კანია გარსი,
ღარი — სამყაროს ნარჩენი არხი.
ჰოდა, ნარჩენად ქცეული არსით
ნაგავსაყრელში მოექცა ხალხი!

ძველი სახელი ცას მაინც შერჩა,
ღმერთს — მხოლოდ ჩუმი კარის ჭრიალი,
საკუთარ ხორცში დავიწყეთ კბეჩვა —
ადამიანი დარჩა ჭიანი!

ქალაქებს, სადაც თვალები დარჩათ,
და აღარავის არ დარჩა — მზერა.
ჩრდილმა გაიძრო ნაფლეთი ფარჩა,
ნარჩენებიდან მოსული მზე ვარ!

ცა საკუთარ თავს ვეღარ დაიტევს,
ცა მზიდან იწყებს ჩრდილთა გამოყრას.
მკითხველო, იმის კითხვა დაიწყე,
რაც არყოფნიდან სხივად გამომყავს!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი